вторник, 22 июня 2010 г.

ლეგენდა თბილისზე

ერთხელ, ვატანგ გორგასალმა ვერეს ხეობაში მოინდომა ნადირობა. მიმინო ხოხობს გამოეკიდა. ფრინველები ხეობაში გაუჩინარდნენ. ცოტა ხნის შემდეგ მდინარეში მოხარშულები იპოვეს. მეფემ ბრძანა იმ ადგილას ქალაქის გაშენება. თბილისიც, თბილი წყლების არსებობის გამო დაარქვა.

დიახ, გორგასლის ისარმა მცხეთასთან დასჭრა ფრთოსანი,
სდიეს და ბოლოს იხილეს სურათი გასაოცარი,
თაბორის მთაზე მიწიდან წყარო დიოდა მდუღარი
და ბუბუნებდა გარშემო ტყე უდაბური, უღრანი.
წყაროსპირ თრთოდა ხოხობი-ვახტანგმა დასჭრა დასტურ ეს!
აიყვანეს და როდესაც ცისფერი წყალი ასხურეს,
მიწაზე ჩრდილი დაეცა აფრენილ ხოხბის ფრთებისა,
მონადირეებს აღმოხდათ ძახილი გაოცებისა:
-ან უკვდავების წყალია, ანუ ვიხილეთ სიზმარი?
ერთურთს შეხედეს და მყისვე გადაისახეს პირჯვარი.
თითქოს პირველად იხილა ესე მიდამო ტყიანი,
შეჩერდა გორგასალი და სიტყვა თქვა გორგასლიანი:
-აი, ეს ციხე, თბილისი, მცხეთის გუშაგი რომ არის,
მე ისე მომჩვენებია, როგორც იმედი მომავლის,
ჩემი სატახტო ქალაქი განა იოლად მეთმობა?!
მაგრამ დღეიდან თბილისმა უნდა იკისროს მცხეთობა!
ანა ბიწაძე
მახო ზაალიშვილი
ლევან ტარიელაშვილი
გიორგი ჯინჭარაძე